ვი თი ჯგუფმა 2017 წლის აგვისტოში შეიძინა ყოფილი შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის შენობა-ნაგებობა ბათუმში.
კომპანიამ შეისწავლა აჭარის რეგიონში საგანმანათლებლო, კონკრეტულად კი კერძო საშუალო სკოლების სეგმენტი, რის შედეგადაც მიიღო გადაწყვეტილება, ბათუმში დაარსოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება. აღნიშნულ ტერიტორიაზე 2018 წელს გაიხსნა ახალი კერძო და საზაფხულო სკოლა.
სკოლის საზაფხულო მიმართულება ხელს უწყობს როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან მოსწავლეთა მოზიდვას — კიდევ ერთი ნაბიჯი აჭარის რეგიონში საგანმანათლებლო ტურიზმის განვითარებისკენ.