განათლება

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა

დაარსდა 2018 ვი თი ჯგუფის წევრი

2018 წელს ვი თი ჯგუფმა პარტნიორებთან ერთად დააფუძნა ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა — ჰოლდინგის პირველი სკოლა.

სკოლის ისტორია 2017 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც ვი თი ჯგუფმა შეიძინა ყოფილი შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის შენობა ბათუმში. კომპანიამ შეისწავლა აჭარის რეგიონში კერძო სკოლების სეგმენტი და მიიღო გადაწყვეტილება, ბათუმში დაეარსებინა თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულება. სკოლა საზეიმოდ გაიხსნა 2018 წლის 1 ოქტომბერს.

დღეს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ერთ-ერთი წამყვანი კერძო სკოლაა საქართველოში — I–XII კლასები დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. სკოლა დაკომპლექტებულია პროფესიონალი პედაგოგების გუნდით, ხოლო განვითარების გრძელვადიანი გეგმა ემყარება საერთაშორისო გამოცდილებასა და ქართულ სააღმზრდელო პრინციპებს.

სკოლის ინფრასტრუქტურა მოიცავს:

  • თანამედროვე კომპიუტერულ და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებს
  • ბიბლიოთეკას და სამედიცინო კაბინეტს
  • კვების ბლოკს
  • დახურულ და ღია სპორტულ მოედნებს
  • თეატრალურ და საკონფერენციო დარბაზებს

მისამართი: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 117

← ყველა კომპანია

მოდით, ვისაუბროთ.

ერთი მისამართი ხუთივე კომპანიისთვის.

დარეკვა+995 32 255 08 56 მოწერაinfo@wtgroup.ge მისამართიგივი კარტოზიას ქუჩა 6, თბილისი
© 2026 WT Group · კრედიტები WT GROUP