შპს „ჯი სი ჯი” (Georgian Construction Group) დაარსდა 2014 წელს ვი თი ჯგუფისა და პარტნიორების მხარდაჭერით.
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა:
- უმაღლესი ხარისხის ასფალტის წარმოება
- საავტომობილო გზების მშენებლობა
- საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა
- საგზაო სპეცტექნიკით მომსახურება
GCG-ს გააჩნია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოო-ტექნოლოგიური ბაზა გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში, 27 000 კვ.მ ტერიტორიაზე. ბაზაზე განთავსებულია გერმანული ასფალტის ქარხანა „Benninghoven ECO 2000”, რომლის საშუალებითაც კომპანია საერთაშორისო სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის ასფალტს აწარმოებს.
კომპანიისთვის პრიორიტეტულია გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა: თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ნორმები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. GCG მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებთან ერთად ატარებს ტრენინგებს.
ბიტუმის ემულსიის საწარმო
2007 წელს ვი თი ჯგუფმა შეიძინა დანიური ბიტუმის ემულსიის საწარმო, რომელიც დღეს GCG-ის შემადგენლობაშია. ქარხანა აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აქვს წარმადობისა და ხარისხის მაღალი მაჩვენებელი და დაარსებიდან მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს ქართულ ბაზარზე.
ბიტუმის ემულსია გამოიყენება საავტომობილო გზების ასფალტბეტონის საფარების სარეაბილიტაციო სამუშაოებში — ცივი რეციკლირებისა და ზედაპირული დამუშავების მეთოდებით. საწარმოს ემსახურება სპეციალური საგზაო ტექნიკა:
- ზედაპირული დამუშავების აგრეგატი Robuste Kaiser
- ბიტუმის ემულსიის 29-ტონიანი თერმო-გადამზიდი
- ბიტუმის ემულსიის 12-ტონიანი მომსხმელი