ჩვენ შესახებ

ისტორია

2006 წელს ერთი სატრანსპორტო კომპანიით დაწყებული გზა დღეს ხუთკომპანიანი ჰოლდინგია — ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, სამშენებლო ქიმია და განათლება.

2006 — სატრანსპორტო მომსახურება

დაარსდა შპს „West Travel” — ჰოლდინგის პირველი კომპანია. ავტომობილებით მომსახურების ფართო სპექტრი კერძო სექტორისთვის, სახელმწიფო დელეგაციებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ტურისტული ჯგუფებისთვის.

2007 — ბიტუმის ემულსიის საწარმო

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი დანიური ბიტუმის ემულსიის ქარხნის შეძენა — მაღალი წარმადობითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით.

2008 — სატრანსპორტო ბიზნესის განვითარება

კომპანიამ განაახლა ავტოპარკი და შეიძინა ბიზნეს კლასის ავტომობილები.

2010 — საგზაო-სამშენებლო ბიზნესი

გაიზარდა ინვესტიცია გზების მშენებლობაში; შეძენილ იქნა თანამედროვე საგზაო სპეცტექნიკა.

2013 — უძრავი ქონება

ინვესტიცია უძრავ ქონებაში — შეძენილ იქნა საოფისე-კომერციული ფართები, მათ შორის სათაო ოფისი.

2014 — GCG და ქემიქალსი

პარტნიორებთან ერთად დაარსდა შპს „ჯი სი ჯი” — საავტომობილო გზების მშენებლობა და საგზაო ტექნიკით მომსახურება. იმავე წელს დაფუძნდა შპს „ქემიქალსი” — სამშენებლო ქიმიის იმპორტიორი, დღეს იტალიური Iterchimica-ს ავტორიზებული დისტრიბუტორი საქართველოში.

2016 — „გახდი ოლიმპიელი”

ვი თი ჯგუფის პატრონაჟით შეიქმნა არაკომერციული ორგანიზაცია „საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი”, რომლის მისიაა ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათ განვითარებაზე ზრუნვა.

2017 — ასფალტის ქარხანა და ბათუმის პროექტი

GCG-მ შეიძინა გერმანული ასფალტის ქარხანა „Benninghoven ECO 2000” ვაზიანის საწარმოო ბაზაზე. იმავე წელს ვი თი ჯგუფმა შეიძინა ყოფილი შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის შენობა ბათუმში.

2018 — პირველი სკოლა

გაიხსნა ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა — ჰოლდინგის პირველი სკოლა და ინვესტიცია განათლების სფეროში.

2023 — მეორე სკოლა

დაარსდა თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა (GAST) — ჰოლდინგის მეორე საგანმანათლებლო დაწესებულება.

← ჩვენ შესახებ

მოდით, ვისაუბროთ.

ერთი მისამართი ხუთივე კომპანიისთვის.

დარეკვა+995 32 255 08 56 მოწერაinfo@wtgroup.ge მისამართიგივი კარტოზიას ქუჩა 6, თბილისი
© 2026 WT Group · კრედიტები WT GROUP