ჩვენ შესახებ

სოციალური პასუხისმგებლობა

ვი თი ჯგუფი სოციალურად აქტიური კომპანიაა და საკუთარი წვლილი შეაქვს საზოგადოებრივი კეთილდღეობის მშენებლობაში — პრიორიტეტი განათლებაა.

კომპანიისთვის პრიორიტეტული საკითხია ქვეყანაში განათლების სისტემის გაუმჯობესება და ხელშეწყობა, რის გამოც აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის დაფინანსებაში.

„გახდი ოლიმპიელი” — Olympian

ვი თი ჯგუფის პატრონაჟით 2016 წელს შეიქმნა არაკომერციული ორგანიზაცია „საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი”, რომელიც ყოველწლიურად ატარებს უფასო მათემატიკის ოლიმპიადას „გახდი ოლიმპიელი” მე-6 კლასელთათვის (olympian.ge). ორგანიზაციის მისიაა ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა და მათ განვითარებაზე ზრუნვა.

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეს. პირველ წელს მონაწილეობა 800-მდე მოსწავლემ მიიღო და პროექტი მას შემდეგ დინამიურად ვითარდება. წარჩინებულ მონაწილეებს კავშირის წევრები უსასყიდლოდ ამეცადინებენ და ამზადებენ საერთაშორისო ოლიმპიადებზე ასპარეზობისთვის.

NESC Georgia

2014 წლიდან ჰოლდინგი ოფიციალური სპონსორია NESC Georgia-სი, რომელიც ატარებს ყოველწლიურ „ნაციონალურ მართლწერის კონკურსს ინგლისურ ენაში”. კონკურსის იდეა ამერიკის მშვიდობის კორპუსის (Peace Corps) მოხალისემ, ადამ მალინოვსკიმ განავითარა.

NESC-ის მიზანია ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიის დანერგვა ინგლისური ენის მართლწერის პროექტში, რათა სწავლის გამოცდილება ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და სახალისო იყოს ყველა მოსწავლისა და მასწავლებლისთვის.

← ჩვენ შესახებ

მოდით, ვისაუბროთ.

ერთი მისამართი ხუთივე კომპანიისთვის.

დარეკვა+995 32 255 08 56 მოწერაinfo@wtgroup.ge მისამართიგივი კარტოზიას ქუჩა 6, თბილისი
© 2026 WT Group · კრედიტები WT GROUP